23.04.2024. რუსელჰაიმი. ოპელმა ახალი ელეგანტური და დინამიური, ფართო და მრავალმხრივი, სრულად ელექტო Opel Grandland- წარადგინა. მოდელის დიზაინში ვხვდებით კონცეპტუალური ავტომობილის Opel Experimental-ის მახასიათებლებს, რომელიც პირველად გამოჩნდა სერიული წარმოების ავტომობილზე. ყურადღებას იქცევს, 3D ცხაურა და მის ცენტრში მოთავსებული ოპელის ლოგო, ასევე მუდმივად განათებული “OPEL” წარწერა უკანა მხარეს. აღსანიშნავია განათების სისტემა Intelli-Lux Pixel HD , 50000-ზე მეტი ინდივიდუალური ელემენტით, BEV-ის STLA საშუალო პლატფორმა და ახალი დიზაინის ბრტყელი ბატარეა, რომლის სიმძლავრე 98 კვტ/სთ-ია. ახალი Grandland Electric-საფარვის დიაპაზონი 700 კილომეტრია.
Opel-ის აღმასრულებელი დირექტორის ფლორიან ჰუეტლის თქმით: „ახალი გრანდლენდი Opel-ისთვის მნიშვნელოვანი გარდასახვაა. მასთან ერთად, ყველა Opel-ის მოდელი, გამონაკლისის გარეშე, უკვე ხელმისაწვდომია როგორც სრულად ელექტრო. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენს ელექტრო მიმართულების განვითარების ეტაპზე. ახალი გრანლანდი დაპროექტდა და განვითარდა რუსელჰაიმში,თუმცა შეიქმნა ეიზენახში. Opel Experimental-თან ურთიერთობა უტყუარია. ის გთავაზობთ ინოვაციებს, რომლებიც პირველად გამოჩნდა ამ არაჩვეულებრივ კონცეპტუალურ მანქანაზე. ამიტომ ახალი Grandland მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს C-SUV-ის სეგმენტში“,
BEV-ის მშობლიური პლატფორმა ხელს უწყობს ელექტრო დიაპაზონის გაზრდას დაახლოებით 700 კმ-მდე (WLTP 1 )
შემდეგი თაობის Grandland-ის მიზანია Opel-ის მთავარი ინიციატივა ელექტრომობილურობის მხრივ კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს. ეს არის პირველი Opel, რომელიც ისარგებლებს Stellantis-ის STLA საშუალო BEV-ის პლატფორმით . ახალი არქიტექტურის წყალობით, ბრტყელი ბატარეის სიმძლავრე 98 კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ბოლო თაობის ელექტროძრავით და ენერგიის დამზოგავი ფუნქციებით, ახალი Grandland Electric დაახლოებით 700 კილომეტრამდე მანძილს დაფარავს და საჯარო სწრაფი დატენვის სადგურზე ბატარეის 80 პროცენტამდე დამუხტვას სულ რაღაც 26 წუთი სჭირდება.
3D Vizor, განათებული Blitz, Edge Light ტექნოლოგია და Intelli-Lux Pixel Matrix HD
ახალი გრანლანდის შთამბეჭდავი სილუეტი პირველივე შეხედვისთანავე ჩანს. წინა ვერსიასთან შედარებით, დამატებითი 173 მმ სიგრძის, 19 მმ სიმაღლისა და 64 მმ სიგანის ხარჯზე, ახალბედა მოდელის პარამეტრები საგრძნობლად გაზრდილია და შეადგენს: სიგრძე- 4650 მმ; სიგანე- 1905 მმ; სიმაღლე – 1660 მმ. ახალი Grandland თამამად და კომფორტულად დგას Opel-ის SUV პორტფელის სათავეში. მოდელს კიდევ უფრო მეტ სიდიადეს მატებს. 3D ცხაურის ახლებური შესრულება რომელიც შერწყმულია Opel Blitz-ის განათებულ ლოგოსთან.
ახალ განათებულ ლოგოს ასევე ახლავს კიდევ ერთი ინოვაცია Rüsselsheim-ის ინჟინრებისგან – ინდუსტრიის წამყვანი Intelli-Lux Pixel Matrix HD განათების სისტემა. სისტემა გთავაზობთ 50,000-ზე მეტ ელემენტს მაღალი გარჩევადობის სინათლის განაწილებისთვის. საგზაო სიტუაციიდან გამომდინარე, აღმავალი და შემხვედრ ობიექტებს აღმოაჩენს კამერა, ხოლო Intelli-Lux Pixel Matrix HD განათება კიდევ უფრო ზუსტად ანათებს მათ, ვიდრე სტანდარტული Matrix Light ტექნოლოგიები. Intelli-Lux Pixel Matrix HD განათება იძლევა ბევრად უფრო კაშკაშა და ერთგვაროვან შუქს.
ფართო ინტერიერით , განიერი ცენტრალური ეკრანით, AGR სავარძლებით და ჭკვიანური სათავსოებით
, ახალი Grandland-ის ინტერიერში თბილი და მიმზიდველი ატმოსფეროა. არქიტექტურულად, ინტერიერის განლაგება ხაზს უსვამს ჰორიზონტალურ თემას, ხაზები, რომლებიც გადის ინსტრუმენტთა პანელზე კარებში, აძლიერებს სიგანისა და სივრცის განცდას, ხოლო მძღოლზე ორიენტირებული ცენტრალური ეკრანი და მაღალი ცენტრალური კონსოლი ქმნის სპორტულ შეგრძნებას. საჭის უკან, დისკრეტული ფართო და სრულად ციფრული კლასტერი უზრუნველყოფს აუცილებელ ინფორმაციას, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს ფოკუსირება მოახდინოს მართვის სიამოვნებაზე.
ახალი Grandland ცხადია აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და ინტერიერის განუყოფელ ნაწილად Opel-ის ერგონომიული AGR სავარძლებს მიიჩნევს,რომელიც დამოწმებულია გერმანიის ორთოპედთა ასოციაციის მიერ და შემუშავებულია კომპანია „Aktion Gesunder Rücken e. V “-მიერ (“ჯანსაღი ზურგისთვის”).
Grandland როგორც ოჯახზე ორიენტირებული ავტომობილი, დიდი ყურადღება დაეთმო ინტერიერის მრავალფეროვნებას. მიზანი იყო არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი სათავსოების შეფუთვა, არამედ ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნა, რაც გაამარტივებდა მომხმარებლების ყოველდღიუორბას. ამ ჭკვიანური გადაწყვეტილებების მთავარი წერტილი არის Pixel Box. განათებული გამჭვირვალე შუშით და ქსოვილის შეფუთვით, ის არა მხოლოდ დახვეწილია ვიზუალურად ასევე ძალიან ფუნქციონალურია. სმარტფონის უკაბელო დამტენი მდებარეობს შუშის უკან, რათა მოწყობილობა დაიტენოს უსაფრთხოდ. სმარტფონის მუდმივი ხილვადობა გვეხმარება არ დაგვრჩეს ტელეფონი ავტომობილიდან გადასვლისას. საერთო ჯამში, ახალი Grandland გთავაზობთ 35 ლიტრზე მეტ შიდა სათავსო სივრცეს.
ალტერნატიული ძრავა, ამორტიზაციის ტექნოლოგია და მძღოლის დახმარების ფუნქციები
ახალი Grandland სრულად ელექტრო ძრავის გარდა, წარმოდგენილია Plug-in Hybrid ძრავით, 48 ვოლტიანი ტექნოლოგიით რაც გთავაზობთ 85 კმ-მდე მანძილის დიაპაზონს. Opel-ის ახალი SUV გთავაზობთ ავტომატურ კრუიზ კონტროლს Stop & Go ფუნქციით, საგზაო ნიშნების ამოცნობას, ინტელექტუალური სიჩქარის ადაპტაციას და ავარიის დროს ავტომატურ დამუხრუჭებას. Intelli-Drive 2.0 არის სისტემა, რომელიც აერთიანებს უამრავ დამხმარე ფუნქციას. სენსორების გარდა, Intelli-Drive 2.0 ასევე იყენებს ინფორმაციას საჰაერო ქსელიდან. პარკირება და მანევრირება ასევე გაადვილებულია პარკინგის პილოტებით როგორც წინა ისე უკანა მხარეს. Intelli-Vision უზრუნველყოფს 360 გრადუსიანი ხედვას უკანა კამერის ავტომატური გაწმენდის ფუნქციით.