ZAFIRA

ძირითადი მახასიათებლები:

ბროშურა
მოდელი
Zafira
გამოშვების წელი
2023
საწვავის ტიპი
Diesel
ძრავის მოცულობა
2.0 Hdi
სიმძლავრე (ცხ.ძ.)
177
გადაცემათა კოლოფი
8AT
კარების რაოდენობა
5
ავზის მოცულობა
69L
საწვავის ხარჯი (შერეული ლ/100კმ.)
8L
სიგრძე
5309mm
სიგანე
1920mm
სიმაღლე
1877mm
საბურავების ზომა
215/60R17
ადგილების რ–ბა
7
კორპუსის დაშორება ზედაპირიდან (ქლირენსი)
175mm
საბარგულის მოცულობა
1384L
სავარძლები
7

დიზაინი

Zafira Life ყოველდღიური მრავალფეროვანი მათვის სტანდარტს ქმნის.მინივენის კატეგორიის მოდელი იდეალურად ერგება როგორც საოჯახო მოგზაურობებს ისე თქვენი ბიზნესის საჭიროებებს. Zafira Life წარმოდგენილია 7 ადგილიანი ვერსიით (Business Innovation პაკეტი) და 8 ადგილიანი (Enjoy პაკეტი). როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მოგზაურობის მიზანი – იქნება ეს სათავგადასავლო მოგზაურობა თუ საქმნიანი შეხვედრის გამართვა, ავტომობილში ყოველთვის არის საკმარისი სივრცე  და კომფორტი ნებისმიერი მგზავრისთვის.ავტომობილის ორივე მხარეს არსებული მცურავი კარი, ამარტივების ჩასხდომას და ავტომობილიდან გადმოსვლის პროცესს. უგასაღებო სისტემის დახმარებით თქვენ, თქვენ შეძლებთ ავტომობილის კარების განბლოკვას და ჩაკეტვას ჯიბიდან, ჩანთიდან ან სხვა სათავსოდან გასაღების ამოღების გარეშე. მთავარია ის თქვენთან იყოს.Zafira Life წარმოდგენილია ორი ვერსიით და კორპუსის სხვადასხვა სიგრძით. თითოეული ვარიანტი შემოგთავაზებთ სრულყოფილ ბალანსს შედარებით მცირე ექსტერიერის ზომებსა და ფართო, საოცრად მრავალმხრივ ინტერიერს შორის.

უსაფრთხოება

მინივენი Zafira Life ისევე ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე, როგორც თქვენ. მასში არსებული მძღოლისა და წინა მგზავრის ფრონტალური აირბალიშებით, გვერდითი აირბალიშებითა და უსაფრთხოების  ფარდებით, თავს მეტად მშვიდად და დაცულად გრძნობთ.  ქსენონის მაღალი სხივის  LED მაშუქები მოდელს უფრო ენერგიულ იერს მატებს და ნებისმიერი განათების პირობებში გზაზე ხილვადობის მაქსიმალურად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. Zafira Life მინივენის მეორე და მესამე რიგის ყველა სავარძელი აღჭურვილია ISOFIX შესაკრავებით, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად და საიმედოდ დააყენოთ ბავშვის სავარძელი სალონში. საპირისპირო მანევრირების გასაადვილებლად, Zafira Life აღჭურვილია უკანა 180°-იანი ხედვის კამერით,  წინა და უკანა სენსორებით პარკირებისთვის და “ბრმა” ზონების მონიტორინგისთვის.

კომფორტი

ორზონიანი კლიმატის კონტროლის წყალობით , მძღოლს და წინა მგზავრს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან საკუთარი მიკროკლიმატი. თუმცა არც უკანა მგზავრები არიან ამ მხრივ შეზღუდული, მათთვის ცალკე კონდიციონერი ფუნქციონირებს.  Zafira Life სავარძლები აღჭურვილია მასაჟორის ფუნქციით, რაც გზავრობის დროს საკმაოდ კომფორტულია. ნავიგაციის სისტემის დახმარებით იპოვეთ ყველაზე სწრაფი მარშრუტი თქვენი დანიშნულების ადგილამდე Zafira Life მინივენის 7 დიუმიან სენსორულ ეკრანზე  . დაუკავშირეთ თქვენი სმართფონი აპლიკაციით Android Auto™   ან Apple CarPlay™ და მართეთ  მარტივად.

მოძრაობის დინამიკა

Zafira Life წარმოდგენილია ორი დიზელის ძრავით. 150 ცხენის ძრავისთვის გათვალისწინებულია ექვს სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ხოლო 180 ცხენის ძრავისთვის რვა სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია.