ძირითადი მახასიათებლები:
ბროშურა- ფერი
- მწვანე
- საწვავის ტიპი
- Electric
- ძრავის მოცულობა
- 50kwh
- სიმძლავრე (ცხ.ძ.)
- 136
- გადაცემათა კოლოფი
- CVT
- სიგრძე
- 4151 მმ.
- სიგანე
- 1791 მმ.
- სიმაღლე
- 1534 მმ.
- საბურავების ზომა
- 215/55 R18
- ადგილების რ–ბა
- 5
- კორპუსის დაშორება ზედაპირიდან (ქლირენსი)
- 190 მმ.
- საბარგულის მოცულობა
- 350 ლტ.
- სავარძლები
- 5
დიზაინი
ახალი Mokka-e და მისი რევოლუციური დიზაინი Opel-ის მომავლის გზას ხსნის. დაბალანსებული სილუეტი და ძლიერი გრაფიკული იდენტობა, მოდელის თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. Mokka-e უდავოდ თამამი განაცხადია ოპელის თანამედროვე ისტორიაში. მისი ინდივიდუალური სტილი ყველასთვის შესამჩნევია.
ინტერიერი
სივრცე, რომელიც გერმანული დიზაინის ახალი მიმართულებად გარდაიქმნა. ინტერიერს სრული ციფრული დეტოქსი ჩაუტარდა, რაც გულისხმობს მართვის ახალ,თანამედროვე და ამავდროულად, პრაქტიკულ გამოცდილებას. Mokka-e აღჭურვილია Pure Panel-ით, რომელიც აერთიანებს 10 დიუმიან მულტიმედიურ სისტემას 12 დიუმიან ციფრულ ინსტრუმენტულ პანელთან.
ახალი OPEL VIZOR
Vizor Opel-ის ახალი, გამორჩეული მახასიათებელია. ის ელეგანტურად აერთიანებს წინა ნაწილის მრავალ მოწყობილობას, სენსორს და ფუნქციას ერთ, პროგრესულ არეალში, რომელიც Opel-ის ავტომობილების დიზაინის ხელწერას წარმოადგენს.
დიაპაზონი
ბოლო თაობის ბატარეის ტექნოლოგია ერთი სრული დატენვით უზრუნველყოს 350 კმ-მდე დიაპაზონის შეუჩერებელ სვლას. დატენეთ სწრაფად და მიიღეთ 80%-მდე დიაპაზონი მხოლოდ 30 წუთში. ისარგებლეთ Mokka-e-ს მოქნილი დამუხტვის ვერსიებით, რომლებიც გაძლევთ თავდაჯერებულობას და მეტ შესაძლებლობებს ყველა მგზავრობისას. Mokka-e-ს მძლავრი 50 კვტ/სთ ლითიუმ-იონური აკუმულატორია. 216 მაღალი ენერგიის სიმკვრივის ძრავი ნიშნავს ხანგრძლივ დიაპაზონს, რაც განპირობებულია გაუმჯობესებული რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემით. 100%-ით ელექტრო 260 ნმ ბრუნვის ძრავი, 136 ცხენის ძალას გამოუმუშავებს და იდეალურად ერგება როგორც ქალაქის ქუჩებს ისე ფართო გზატკეცილებს.
მართეთ თქვენი გზით
Mokka-e გთავაზობთ Sport, Eco და Normal მართვის რეჟიმებს. Sport რეჟიმი ზრდის მართვის დინამიკას, Eco რეჟიმი ზრდის ეფექტურობას, ხოლო Normal რეჟიმი აბალანსებს ორივეს.
შეარჩიე შენი მართვის სტილი და ისიამოვნე თანამედროვე მართვით.