COMBO LIFE

ძირითადი მახასიათებლები:

მოდელი
Combo Life
გამოშვების წელი
2023
საწვავის ტიპი
ბენზინი
გადაცემათა კოლოფი
8AT
კარების რაოდენობა
5
ადგილების რ–ბა
5

ფუნქციონალი

საოცრად მრავალმხრივი Combo Life-ი ხუთ ან შვიდ ადგილიან სივრცეს გთავაზობთ. მოდელი გამოირჩევა მოქნილი და პრაქტიკული თვისებებით.მისი ინტერიერი განიერი და მოქნილია.სავარძლები კეცვდი ფუნქციით ხასიათდება, რაც მთლიანობაში მეტად კომფორტულია სივრცის გაზრდის და გადაადგილების მრივ. მესამე რიგის სავარძლების აკეცვის ხარჯზე, ისედაც მოცულობითი 597ლ ტევადობის საბარგულის გაზრდა 2126 ლ – მდეა შესაძლებელი.
Combo Life ხელმისაწვდომია ორი ვერსიით : 4.4 მ სიგრძის (ჩვეულებრივი მოდელი L1 და 4.75 მ სიგრძის Combo Life L2 რაც კიდევ უფრო მეტ ინტერიერს და საბარგულს გთავაზობთ.
Opel Combo Life ყურადღებას იპყრობს ელეგანტური, თავდაჯერებული გარეგნობის, მაღალი ხარისხის და უახლესი ტექნოლოგიის კომბინაციით. 180° პანორამული უკანა ხედვის კამერა 20,3 სმ-იან სენსორულ ეკრანზე ნათლად გადასცემს ვიდეო სიგნალს,რაც გეხმარებათ დაპარკინგების პროცესის გამარტივებაში. უკანა ბამპერზე დამონტაჟებული ულტრაბგერითი სენსორები კი ხმოვანი და ვიზუალური სიგნალით გაფრთხილებთ შეჯახების მოსალოდნელ რისკზე მანევრირებისას.

უსაფრთხოება
სიჩქარის ლიმიტის ამომცნობი სისტემა კითხულობს საგზაო ნიშნებს, რათა თვალყური ადევნოს სიჩქარის ლიმიტის ცვლილებას სხვადასხვა ზონაში მოძრაობისას და მოუწოდებს მძღოლს, შესაბამისად დაარეგულიროს სიჩქარე.
Opel Combo Life-ში განლაგებულია ექვსი აირბაგი, მათ შორის მძღოლისა და წინა მგზავრის აირბალიშები, მძღოლისა და წინა მგზავრის გვერდითი აირბალიშები და ფარდის სრულმეტრაჟიანი აირბალიშები. Opel Combo Life ზრუნავს თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხო მგზავრობაზე.

თავსებადობა
Combo Life-ის უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემა თავსებადია Apple CarPlay™ – ის და Android Auto™ – სთან. ის საშუალებას გაძლევთ ერთდროულად დააკავშიროთ ორი სმარტფონი და მართოთ ისინი 20 სმ დიაგონალის სენსორულ ეკრანზე.

მოძრაობის დინამიკა
Combo Life წარმოდგენილია დიზელის ძრავით, ხუთ სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით ან მაღალტექნოლოგიური რვა სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

Post a Comment