ძირითადი მახასიათებლები:
ბროშურა- ფერი
- თეთრი
- საწვავის ტიპი
- Electric
- ძრავის მოცულობა
- 45 KW.H
- სიმძლავრე (ცხ.ძ.)
- 136
- გადაცემათა კოლოფი
- AT8
- საწვავის ხარჯი (შერეული ლ/100კმ.)
- 320 კმ.
- სიგრძე
- 4060 მმ.
- სიგანე
- 1765 მმ.
- სიმაღლე
- 1433 მმ.
- კორპუსის დაშორება ზედაპირიდან (ქლირენსი)
- 145 მმ
- სავარძლები
- 5
სპორტული და კომპაქტური
გამორჩეული დიზაინის OPEL CORSA , მათ შორის, თამამი წინა და უკანა ბამპერებით, Led მაშუქებით და ქრომირებული დისკებით, ახალ იმიჯის იდეალურად ირგებს.
თამამი განცხადება
მსუბუქი ინტერიერის აქცენტებით, სპეციალური სპორტული სავარძლებით, მუქი ფერის სახურავით , Corsa electric ეფექტურობის მიღმა, კომფორტული და სწრაფად მანევრირებადი მოდელია. თანამედროვე განათების სისტემა, IntelliLux LED® Matrix მაშუქები, მკვეთრად აუმჯობესებს შორ მანძილზე ხილვადობას და უზრუნველყოფს შემხვედრ ავტომობილებთან მიმართებაში სინათლის რეგულაციას. მართვის სიმშვიდეს ავტომატური კრუიზ კონტროლიც გთავაზობთ, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იმგზავროთ ყოველგვარი სტრესის გარეშე. ის ავტომატურად აჩქარებს ან ანელებს სვლას და არეგულირებს წინ მიმავალ ავტომობილებთან უსაფრთხო მანძილს.
სალონში
ისიამოვნეთ ინტუიციური და მარტივი საინფორმაციო-გასართობი სისტემით, ისე რომ არ დაკარგოთ ფოკუსირება წინ მიმავალ გზაზე. სრულად ციფრული პანელზე წარმოდგენილი დიდი ციფრული მონიტორი უწყვეტად გაცნობებთ სიჩქარის დასაშვები ნორმის, საგზაო ნიშნების ცვლილების, ნავიგაციის და სხვა მრავალი ინფორმაციის შესახებ. მონიტორზე არსებული 180°-გრადუსიანი პანორამული უკანა ხედვის კამერის დახმარებით უკუსვლით მართვა უფრო უსაფრთხო და მარტივი გახდა, განსაკუთრებით ქალაქში და ვიწრო პარკირების ადგილებში.
უპირატესობები
309 ლიტრიანი საბარგულის მოცულობა ნიშნავს, რომ ყველაფერი შეგიძლიათ ჩაატიროთ თქვენს ავტომობილში. თუ კიდევ უფრო მეტი სივრცე გჭირდებათ, მარტივად დაკეცეთ უკანა სავარძლების საზურგეები და მაქსიმალურად გაზარდეთ საბარგულის სივრცე. ეს სწორედ ის მოანაცემებია, რაც ხელს უწყობს თქვენი მომავალი მოგზაურობის დაგეგმვას ნებისმიერი მიმართულებით. ახალ Corsa-ში არსებული საინფორმაციო-გასართობი სისტემები გაძლევთ კომუნიკაციისა და გართობის თავისუფლებას, მათ შორის ხმოვან კონტროლს, Bluetooth®5 აუდიო ნავიგაციას და უსადენო დატენვას. ახალი OPEL CORSA – ახალი შესაძლებლობებით სავსე თავგადასავალია.