MOKKA

Vehicle Specifications

Make
Mokka
Made Year
2023
Fuel
Petrol
Engine (cm3)
1200
Horsepower (hp)
130
Transmission
EAT8
Doors
5
Tank Capacity
45 ლტ.
Fuel consumption per 100 km (combined)
7 ლტ.
Length
4151 მმ.
Width
1791 მმ.
Height
1534 მმ.
Tire size
215/60
Number of seats
4
Distance of the body from the surface
190 მმ.
Trunk volume
350 ლტ.
Seats
5

დიზაინი

მზად ხართ Opel-ის შემდეგი თამამი ნაბიჯისთვის? ეს არის კომპაქტური დიზაინის, განსაცვიფრებელი ინტერიერისა და ყველაზე თანამედროვე ძრავების კომბინაცია. ახალი Opel Mokka შექმნილია იმისთვის, რომ სრულად შეცვალოს თქვენი განწყობა ავტომობილების მართვაზე. ეს არის ახალი Opel Mokka! მისი დიზაინი აერთიანებს მკვეთრ ფორმებს და ფუნქციურობას. დაბალანსებული პროპორციები, წინა საფირმო Opel Vizor და გამოკვეთილი სახურავი აძლიერებს Mokka-ს დიზაინის ყველა ელემენტს.

უსაფრთხოება

IntelliLux LED ® ადაპტირებული მატრიცის LED მაშუქები უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი საშუალებას მოგცემთ გაანათოთ გზა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის ხილვადობის შეზღუდვის გარეშე. ადაპტაციური კრუიზ კონტროლი საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ კომფორტით და ზედმეტი ძალისხმების გარეშე მართოთ თქვენი ავტომობილი. ადაპტირებული კრუსი კონტროლის სისტემა ავტომატურად აჩქარებს და ანელებს ავტომობილს და ამავდროულად მუდმივად ინარჩუნებს მანძილს წინ მავალ ავტომობილთან. მძღოლის დამხმარე სისტემებს შორის, რომლებიც მოიცავს ზოლის შენარჩუნებას და ზოლიდან გასვლის გაფრთხილებას, უზრუნველყოფილია გადაუდებელი დამუხრუჭების დამხმარე სისტემით. ის აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებების და ფეხით მოსიარულეთა ადგილმდებარობა და გეხმარებათ თავიდან აიცილოთ ან მნიშვნელოვნად შეამციროს სავარაუდო შეჯახების შედეგები.

ციფრული ინსტრუმენტის პანელი

Mokka-ს სრულყოფილება და სიმარტივე აშკარად ჩანს Opel-ის ციფრული ინსტრუმენტთა პანელით. ყველა საჭირო ინფორმაცია ნაჩვენებია 12 დიუმიან ეკრანზე ადვილად წაკითხვადი ფორმით. სისტემის ინტერფეისი დაკომპლექტებულია ჭკვიანი პროგრამული გდაწყვეტილებებით. უკანა ხედვის 180° პანორამული კამერა კი უზრუნველყოფს ობიექტების მაქსიმალურ ხილვადობას.

გაუმჯობესებული კომფორტი

Mokka ყველა მოგზაურობას უფრო საინტერესოს გახდის, ხოლო უკიდურესად კომფორტული სავარძლები კი გზაზე წარმოუდგენელ დასვენების საშუალებას მოგცემთ. უახლესი Opel Multimedia Navi Pro სანავიგაციო სისტემა 7 ან 10 დიუმიანი სენსორული ეკრანით დაგეხმარებათ ყოველთვის აირჩიოთ ოპტიმალური მარშრუტი.

Mokka-ს გთავაზობთ უახლეს რვა სიჩქარიან ავტომატურ ტრანსმისიას. მართვის რეჟიმის შესაცვლელად საჭიროა მხოლოდ ღილაკზე დაჭერა: „სპორტი“ რეჟიმი ყველაზე დინამიური მართვისთვის, „ეკო“ – საწვავის ყველაზე ეკონომიური მოხმარებისთვის, „ნორმალური“ – დაბალანსებული ყოველდღიური მართვისთვის.

Post a Comment

  • ABS - ანტიბლოკირების სისტემა
  • ESP / ASR - სტაბილიზაციის სისტემა
  • ელ.ფანჯრები
  • კონდენციონერი
  • მრვალფუნაციური ბორტ კომპიუტერი
  • საჭის სიმაღლის რეგულირება