რუსელჰაიმი. გერმანული ავტომობილების მწარმოებელი Opel ახალ გლობალურ სარეკლამო კამპანიას იწყებს სახელწოდებით „ Yes, of Corsa” , რომელიც ყველაზე გაყიდვადი პატარა ავტომობილის ახალი ვერსიის, Opel Corsa-ს პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. კამპანია Opel-ის კრეატიული სააგენტოს Jung von Matt-ის დახმარებით შეიქმნა, რომელსაც ცნობილი ინგლისელი რეჟისორი ჰენრი შოლფილდი ხელმძღვანელობა. მის მუსიკალური კლიპების პორთფოლიოში შეხვდებით ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან Sheeran, Billie Eilish, და Dua Lipa. კამპანიის სრულმეტრაჟიანი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ YouTube.
კამპანია ახალგაზრდული, ციფრული და ვირუსული ხასიათისაა, მიმზიდველია მათთვის, ვინც ეძებს მარტივ და საინტერესო ელექტრომობილურობას. კამპანიას აქვს დასამახსოვრებელი საუნდტრეკი, კინოს სტილის ვინიეტებით, სადა ისმის კითხვები: „დიდი დიაპაზონი აქვს?“, „სწრაფად იტენება?“ ან „სახალისოა თუ არა მართვა?“ ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ხმამაღალი „ Yes, of Corsa”!
რებეკა რაინერმანმა, Opel-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: „აღფრთოვანებული ვართ ახალი #YesOfCorsa კამპანიით. ჩვენი ახალი Corsa არის პასუხი თუ რას ნიშნავს მარტივი და საინტერესო, ამავდროულად კომპაქტური და სანდო გადადგილების შესაძლებლობა. კამპანია #YesOfCorsa აძლიერებს ამ გზავნილს და ხაზს უსვამს ჩვენი ბესტსელერის თვისებებს. ის ასევე მხარს უჭერს ჩვენს ხედვას ელექტრომობილურობაზე”.
კამპანია ახლახანს გაეშვა და იყენებს მრავალარხიან მიზნობრიობას, იყენებს ტრადიციულ ხაზოვან ტელევიზიას, ონლაინ ვიდეოს, ბეჭდურ რეკლამებს, ციფრულ მედიას, აუთდორს, სთორებს, რილსებს, სნიპეტებს, და ამასთანავე მთავარ გმირს – 2 წუთიან სრულმეტრაჟიან ონლაინ ვიდეოს, გასაზიარებელ და ინოვაციურ GIF-ებთან ერთად.
კამპანია მიმდინარეობს Opel-ის ახალი Corsa-ს გამოშვების მხარდასაჭერად. პატარა ავტომობილი 1982 წელს 14,5 მილიონჯერ გაიყიდა და არც მას შემდეგ თმობს პოპულარობას. Corsa-ს ყველაზე მაღალი გაყიდვები გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში 2021-2022 წლებში დაფიქსირდა, თუმცა ისევ მზადაა გაიმეოროს ეს წარმატება .
ახალი Corsa ამაყად ატარებს Opel-ის თამამი ბრენდის სახეს და ხელმისაწვდომია ორი ბატარეით. ელექტრული ძრავებით ან მაღალეფექტური შიდა წვის ძრავებით. ახალი ელექტროძრავა 115 კვტ/156 ცხენის ძალით და 260 ნიუტონმეტრი მაქსიმალური ბრუნვით უზრუნველყოფს მძლავრ და წყნარ მოძრაობას. 51 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეით, WLTP1-ის მიხედვით, მისი დიაპაზონი 405 კილომეტრია. სწრაფი დამტენით კი ბატარეა 80 პროცენტამდე 30 წუთზე ნაკლებ დროში იტენება.
Corsa აგრძელებს უახლესი მოწინავე ტექნოლოგიების შეთავაზებას, როგორიცაა ახალი IntelliLux LED მატრიცის ფარები 14 LED ელემენტებით, ერგონომიული სავარძლები, ახალი თაობის Multimedia Navi საინფორმაციო გასართობი სისტემა და მძღოლის დახმარების უახლესი ფუნქციები.