ოპელის ახალი SUV კლასის ავტომობილი – სახელწოდებით Frontera

 

სრულიად ახალი Frontera მალე ოპელის სამოდელო რიგს შეუერთდება !

რუსელჰაიმი. Opel-მა  2024 წლის ბოლოსთვის ახალი, ელექტრო ვერსიის Frontera-ს დაბრუნება დაანონსა. მოდელი SUV კლასის ავტომობილების სამოდელო რიგს შეუერთდება და ბოლო თაობის ფუნქციონალური მახასიათებლებით დაკომპლექტდება. შეიძლება ითქვას, რომ მისი მკვეთრი და დახვეწილი ფორმები ოპელის მთავარი ფილოსოფიის ახლებური ინტერპრეტაციაა.  Frontera იქნება პირველი მასიური წარმოების გერმანული ბრენდის ავტომობილი, რომლის ცხაურას ცენტრში ოპელის ახალი ლოგო ‘Blitz მოთავსდება. 

ახალი Opel Frontera  ფართო და მრავალფუნქციური მოდელია, რომელიც მარტივად მოხიბლავს როგორც აქტიური ცხოვრების სტილის მქონე მომხმარებლებს, ასევე ოჯახებს. Frontera-ს ახალი  ელექტრო-ბატარეის ვერსია,  ისევე როგორც,  მომავალი თაობის Grandland-ის სრულიად ელექტრო ვერსიის წარდგენა, რომელიც ასევე წელს არის დაგეგმილი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს  Rüsselsheim-ის ბრენდის ელექტროფიკაციისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ოპელის მთლიანად ელექტრო ბრენდად ჩამოყალიბების პროცესში. 

ელექტრო ბატარეებით აღჭურვილი Opel-ის მოდელების ფართო სპექტრი დღეს უკვე მოიცავს Rocks Electric- დან , Corsa Electric, Mokka Electric , Astra Electric და Astra Sports Tourer Electric-ს.გარდა ამისა, დღეს უკვე ხელმისაწვდომია კომერციული ავტომობილების პორტფელის ელექტრო ვერსიები – მათ შორის ახალი Combo Electric , Zafira ElectricVivaro ElectricMovano Electric .

ახალი Frontera-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია, უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება.

Post a Comment